ბექა გორგაძის ტრანსფერით TOP 14-ის 3 გუნდი დაინტერესდა
1 თვის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "პოს" მორაგბის - ბექა გორგაძის ტრანსფერით, TOP 14-ის 3 გუნდია დაინტერესებული. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა "L'EQUIPE" ავრცელებს.
Beka Gorgadze a l'embarras du choix pour son avenir 🇬🇪 #TOP14https://t.co/kbE69B75Fj
— Dicodusport ⭐⭐ (@dicodusport) October 24, 2024
"პოს" ქართველი კაპიტანი TOP 14-ის ერთ-ერთი გამორჩეული მესამეხაზელია და მისი გადაბირება რამდენიმე წამყვან კლუბს სურს. "L'equipe"-ს ინფორმაციით, რომ მისი ტრანსფერით "ბაიონა"; "მონპელიე" და "რასინგ 92" არიან დაინტერესებული.
"L'equipe" აღნიშნავს, რომ ბაიონა მომგებიან პოზიციაში იმყოფება, თუმცა მონპელიემ ასევე სოლიდური შეთავაზება გაამზადა.
TOP 14-ის მიმდინარე სეზონში, ბექა გორგაძემ პოს 5 შეხვედრაში უკაპიტნა და 2-ჯერ ლელოს დადებაც მოახერხა.