Belive

ბარბაროსების შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

4 ნოემბერს, 18:30 საათზე, სანაკრებო რაგბს მონატრებულ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებული სანახაობით დატკბეს. საერთაშორისო ტესტ-მატჩში, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ბარბაროსების დაპირისპირება შედგება.

უელსთან გასამართი მატჩისთვის, ბარბაროსების შემადგენლობა გახდა ცნობილი და მასში განსაკუთრებულ ინტერესს ალუნ ვინ ჯონსისა და ჯასტინ ტიპურიკის ხილვა იწვევს. ლეგენდარულ უელსელ მეორეხაზელს "დრაკონების" კვართი 158 მატჩში აქვს მორგებული და ახლა უელსის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.

ბარბაროსების რაზმი

შერკინება: ასაფო აუმუა (ახალი ზელანდია), ჯო მუდი (ახალი ზელანდია), პენი რავაი (ფიჯი), ანგუს ბელი (ავსტრალია), ტანიელა ტუპო (ავსტრალია), რობ ლეოტა (ავსტრალია), ალუნ ვინ ჯონსი (უელსი), ტომ ჰუპერი (ავსტრალია), ჯასტინ ტიპურიკი (უელსი), მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), აპი რატუნიარავა (ფიჯი), რობ ვალეტინი (ავსტრალია), ტევიტა იკანივერე (ფიჯი).

ხაზი: სიმიონე კურუვოლი (ფიჯი), ლაუტარო ბაზან ველესი (არგენტინა), ნიკოლას სანჩესი (არგენტინა), იზაია პერესე (ავსტრალია), სელესტინო რავუტაუმადა (ფიჯი), ლენ იკიტაუ (ავსტრალია), ილაისა დროასესე (ფიჯი), ბენ დონალდსონი (ავსტრალია), ენდრიუ ქელევეი (ავსტრალია), შონ სტივენსონი (ახალი ზელანდია).

სხვა სტატიები