Belive

ბარბაროსების ძირითადი შემადგენლობა უელსის წინააღმდეგ

6 თვის წინ რაგბი
1 წთ

4 ნოემბერს, 18:30 საათზე, საერთაშორისო ტესტ-მატჩში, უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ბარბაროსების დაპირისპირება შედგება.

უელსთან გასამართი მატჩისთვის, ბარბაროსების ძირითადი შემადგენლობა გახდა ცნობილი და მასში განსაკუთრებულ ინტერესს ალუნ ვინ ჯონსისა და ჯასტინ ტიპურიკის ხილვა იწვევს. ლეგენდარულ უელსელ მეორეხაზელს "დრაკონების" კვართი 158 მატჩში აქვს მორგებული და ახლა უელსის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.

ბარბაროსების რაზმი

შერკინება: 1. ჯო მუდი, 2. ტევიტა იკანივერე, 3. ტანიელა ტუპუ, 4. რობ ლეოტა, 5. ალუნ ვინ ჯონსი (C), 6. ჯასტინ ტიპურიკი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. რობ ვალეტინი.

ხაზი: 9. სიმიონე კურუვოლი, 10. ნიკოლას სანჩესი, 11. სელესტინო რავუტაუმადა, 12. იზაია პერესე, 13. ლენ იკიტაუ, 14. შონ სტივენსონი, 15. ილასია დროასესე.

მარქაფა: 16. ანგუს ბელი, 17. ასაფო აუმუა, 18. პენი რავაი, 19. აპი რატუნიარავა, 20. ტომ ჰუპერი, 21. ლაუტარო ბაზან ველესი, 22. ბენ დონალდსონი, 23. ენდრიუ ქელევეი.

სხვა სტატიები