Belive

ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებს ჯო შმიდტი გაწვრთნის

3 თვის წინ რაგბი
1 წთ

ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ჯო შმიდტი ჩაიბარებს. მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის რაგბის კავშირი ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენას თებერვალში გეგმავს, The Roar ამტკიცებს, რომ შმიდტსა და ავსტრალიის რაგბის კავშირს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მხარეებმა ხელი კონტრაქტსაც მოაწერეს.

58 წლის ჯო შმიდტი ედი ჯონსს ჩაანაცვლებს, რომელმაც ავსტრალიის მთავარი მწვრთნელის პოსტი 3 თვის წინ დატოვა და იაპონიის მორაგბეთა ნაკრები ჩაიბარა. შმიდტის სამწვრთნელო კარიერის ყველაზე წარმატებული წლები ირლანდიაში მოღვაწეობას უკავშირდება, როდესაც 2010-13 წლებში "ლენსტერს", ხოლო 2013-19 წლებში ირლანდიის მორაგბეთა ნაკრებს წვრთნიდა.

2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე, ჯო შმიდტი "ოლ ბლექსის" სამწვრთნელო შტაბში მოღვაწეობდა.

სხვა სტატიები