მორიგი სუპერმატჩი ბათუმში - ბორჯღალოსნები პრინციპულ მეტოქეს დაუპირისპირდებიან
8 თვის წინ
რაგბი
1 წთ
5 ივლისს, ბათუმში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება და მსოფლიო თასზე განცდილი მარცხისთვის რევანშის აღებას შეეცდება.
ბორჯღალოსნებისა და ფიჯის ტესტ-მატჩის შესახებ ინფორმაცია, ბორჯღალოსნების facebook გვერდზე განთავსდა.
აღსანიშნავია, რომ ფიჯისთან საშინაო მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნები საგარეო ტურნეზე გაემგზავრებიან და იაპონიასა (13 ივლისი) და ავსტრალიას (20 ივლისი) შეერკინებიან.
ბორჯღალოსნები და მფრინავი ფიჯელები წარსულში შვიდჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ჯერჯერობით კუნძულელებს დადებითი ბალანსი აქვთ. ფიჯი მხოლოდ ერთხელ დავამარცხეთ, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, 5 შემთხვევაში კი მეტოქემ გაიმარჯვა.