Belive

ანტუან დუპონი პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

10 თვის წინ რაგბი
1 წთ

საფრანგეთის რაგბის ნაკრების კაპიტანი ანტუან დუპონი 7-კაცა ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე იასპარეზებს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა 2024 წელს გაიმართება და პარიზი უმასპინძლებს.

View this post on Instagram

A post shared by HSBC SVNS (@svnsseries)

თუმცა, საქმე ასე მარტივადაც არ არის. მთავარ სპორტულ მოვლენაზე ასპარეზობის გამო ფრანგთა კაპიტანს 6 ერის გამოტოვება მოუწევს. საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ განაცხადა, რომ დუპონი 7-კაცა ნაკრებს იანვრიდან შეუერთდება და მოსამზადებელ პერიოდს გაივლის. ანტუანი ვანკუვერსა და ლოს-ანჯელესში გასამართ მსოფლიო სერიაში მიიღებს მონაწილეობას, რა პერიოდშიც 6 ერის გამოტოვება მოუწევს.

უკვე დიდი ხანია რაც ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გარკვეული საკითხების გადაფასება მომიწევს. ყოველ შაბათ-კვირას თამაშს ვეღარ შევძლებ. ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა ნამდვილად დიდი მოტივაციაა. გუნდთან დროის გატარება მსხვერპლს მოითხოვს. - განაცხადა დუპონმა Canal+-თან საუბრისას

"ტულუზას" მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა, რომ სარაგბო კლუბი Top 14-ის დასკვნით ნაწილს სუპერვარსკვლავის გარეშე ჩაატარებს.

აბსოლუტურად მესმის ანტუანის. 27 წლის ასაკში მან შეძლო და ჩემპიონთა თასი, Top 14 და 6-ერი მოიგო. ასევე ითამაშა 2 მსოფლიო თასზე. რა თქმა უნდა, მას სურს, რომ შესაძლებლობები ოლიმპიადაზე გამოსცადოს. როგორც ჩანს, დუპონს უკვე ყველამ აუნთო მწვანე შუქი - "ტულუზას" პრეზიდენტი და ფედერაციის ხელმძღვანელი თანახმა არიან. ვემზადებით იმისთვის, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი დუპონის გარეშე ჩავატაროთ.
-

სხვა სტატიები