Belive

"ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, ბოლომდე ვიბრძოლეთ" - ლევან მაისაშვილი

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

2023 წლის C-ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში, ფიჯისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა.

ბორდოში, "მატმუტ ატლანტიკზე" გამართული დაძაბული მატჩი, ფიჯის გამარჯვებით 17:12 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე კვლავ მოგების გარეშე ასპარეზობენ.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლევან მაისაშვილმა იმედგაცრუება ვერ დამალა.

 

შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით. მათ ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ეს მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. იძულებითი შეცვლები, თამაშის წაგების ფასად დაგვიჯდა.

პირველი ტაიმი ტაქტიკურად უმეტეს შემთხვევაში სწორედ გავმართეთ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას. ყოველ შესრულებულ ტაქტიკურ ქმედებაზე, შედეგი მივიღეთ. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ნაადრევმა ორმა ტრავმამ, ცეცხლი დაგვაკლო. სამწუხაროდ, როდესაც კარში დარტყმა და 9-ქულიანი უპირატესობის, 12-მდე გაზრდა შეგვეძლო, სხვა გადაწყვეტილება მივიღეთ. ასევე, პირველი ტაიმის ბოლოს, საკამათო გადაწყვეტილება იქნა მიღებული - გაუქმებული ლელო, მინიმუმ გადამოწმებას იმსახურებს.

მე რაც მინდოდა დღეს ბიჭებისგან ეს იყო, რომ 80 წუთი ებრძოლათ და ეს ასეც მოხდა, მაგრამ სამწუხაროდ, გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ვითამაშეთ საკმაოდ კარგი რაგბი, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. დავალება, რომელიც დავუსახეთ ბიჭებს, იდეალურად იყო შესრულებული, მაგრამ ტრავმებმა დიდი დაღი დაგვასვა, როგორც უკვე აღვნიშნე, ბრძოლის მიუხედავად, თამაშის მოგება ვერ მოვახერხეთ.

დავით ნინიაშვილი ბრწყინვალე ახალგაზრდა მოთამაშეა. ხშირად გვავიწყდება, რომ ის მხოლოდ 21 წლისაა. 2 წლის წინ, სადებიუტო შეხვედრაში დიდებულად ითამაშა და მას შემდეგ, ყველა თამაშს მაღალ დონეზე ატარებს. მან რთული ოპერაცია გადაიტანა და მოსამზადებელი ეტაპის ნახევარი გაუცდა, თუმცა, ცდილობს საუკეთესოდ ითამაშოს.

წინასწარ რთულია მომდევნო თამაშზე საუბარი. მაქსიმალურად ვეცდებით, შეხვედრა გამარჯვებით დავასრულოთ. თუ აკვირდებით, მუდმივად წნეხში ვართ. გარდა ამისა, ხედავთ, რომ იძულებითი ჩანაცვლებები მოგვიხდა. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს და მას მივყვებით.

ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრები ამ მსოფლიო თასზე, ყველა თამაშზე, მოსაგებად გამოვიდა, რამდენად შევძელით ეს სხვა საკითხია, მაგრამ აბსოლუტურად ყველას ვეტყვი, რომ კრიტიკის სრული უფლება გაქვთ. ჩვენთვის წნეხი ისედაც დიდია და უელსის მატჩის წინ, დამატებითი კრიტიკა წნეხს ვერ გაგვიზრდის.


- ლევან მაისაშვილი.

სხვა სტატიები