ბორჯღალოსნები რეიტინგში კვლავ დაქვეითდნენ - მსოფლიო რეიტინგი განახლდა
მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე სათამაშო ტურის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რაგბიმ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა 1.14 სარეიტინგო ქულა დაკარგეს და მსოფლიო რაგბის რეიტინგში 1 პოზიციით დაქვეითდნენ და მე-14 ადგილზე გადაინაცვლეს.
ირლანდიასთან მარცხის შემდეგ, მეორე ადგილი დაკარგა სამხრეთ აფრიკამ და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მეორე ადგილზე კი საფრანგეთი აღზევდა.
უელსთან მარცხის შემდეგ კი ავსტრალიის ნაკრებმა 1 პოზიცია დაკარგა და მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილზე გადაინაცვლა. მეცხრე ადგილზე არგენტინის ნაკრები აღზევდა.
იტალიის ნაკრები მე-11 პოზიციაზე გადავიდა, რადგან მე-11 პოზიცია დაკარგა სამოამ.
საქართველოს ნაკრების პოზიციის დაკარგვით კი იაპონიის ნაკრებმა ისარგებლა და მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები მესამე ტურში ფიჯის დაუპირისპირდებიან. მატჩი 30 სექტემბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.