პიერ-ანრი ბრონკანი ბორჯღალოსნებისა და შავი ლომის ახალი მთავარი მწვრთნელია
51 წლის ფრანგი სპეციალისტი, პიერ-ანრი ბრონკანი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და შავი ლომის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბრონკანი სამწვრთნელო მოვალეობას ზაფხულიდან შეუდგება მანამდე კი ნაკრებსა და ფრენჩაიზს ასისტენტი, მარკო ბორტოლამი გაწვრთნის.
ბრონკანი 51 წლის სპეციალისტია, ყოფილი მორაგბე, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა 2000-იანების შუა პერიოდში დაიწყო - მან გაიარა ყველა საფეხური სამოყვარულო ლიგებიდან ტოპდონემდე. მუშობდა ბლანიაკში, ოშში, ორიაკში და კოლომიეში (Pro D2).
რაც შეეხება ელიტაში მუშაობის გამოცდილება, 2015-2018 წლებში იყო ფრანგული გრანდის, ტულუზას დაცვის მწვრთნელი. ბრონკანის სახელი განსაკუთრებით უკავშირდება კასტრს (2020-2023), რომელიც 2022 წელს Top 14-ის ფინალში გაიყვანა. ბრონკანი 2023 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში, ედი ჯონსის სამწვრთნელო შტაბში მოლის კონსულტანტად მუშაობდა. ამჟამად ფრანგი სპეციალისტი ბრივის მთავარი მწვრთნელია, სადაც ქართველ მორაგბეებთან ერთად მუშაობს.
გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, იანვრიდან ეროვნული ნაკრების და შავი ლომის სამწვრთნელო პროცესს გაუძღვება მისი იტალიელი ასისტენტი - მარკო ბორტოლამი, რომელიც იმუშავებს ახალი მწვრთნელის ხედვისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, სრულ კოორდინაციაში მომავალ მთავარ მწვრთნელთან.
მარკო ბორტოლამი, ყოფილი მორაგბე, იტალიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი. ის სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ გუნდებში, როგორებიცაა - პადოვა, ნარბონი, გლოსტერი, აირონი, ძებრე. 2016 წელს სამწვრთნელო კარიერა ტრევიზო ბენეტონში დაიწყო, 2021 წელს კი იმავე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. 2025 წლიდან ინგლისური სეილ შარქსის მთავარი მწვრთნელია.
rugby.ge