Belive

აბრამიშვილი Top 14-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

5 თვის წინ რაგბი
1 წთ

Top 14-ის მე-6 ტურის შეხვედრაში, "ლიონისა" და "სტად ფრანსეს" დაპირისპირება შედგა. ლიონში გამართული დრამატული და სანახაობრივი მატჩი, მასპინძლების მარცხით 32:36 დასრულდა. "სტად ფრანსეს" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი სერგი აბრამიშვილმა შეიტანა. ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა, მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 30-ე წუთზე სადებიუტო ლელო გაიტანა.

აბრამიშვილის კარგი თამაში ორგანიზატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და იგი მე-6 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს.

მე-6 ტურის სიმბოლური გუნდი

შერკინება: 1. აბრამიშვილი, 2. დელჰომელი, 3. გომეს კოდელა, 4. კაპელი, 5. სიმონსი, 6. ჟელონში, 7. კრემერი, 8. არდრონი.

ხაზი: 9. სერინი, 10. ანრი, 11. ტუისუვუ, 12. მოალა, 13. კოსტესი, 14. ტომა, 15. დულინი

სხვა სტატიები