დავით ნინიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
TOP 14-ის მე-20 ტურის შეხვედრაში, სადაც ერთმანეთს "ლიონი" და "ბაიონა" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დავით ნინიაშვილმა მძიმე შეჯახების შემდეგ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. FreeRugby-ს ინფორმაციით ქართველი მორაგბე თავს კარგად გრძნობს და საავადმყოფოდანაც უკვე გაწერეს, ის გუნდთან ერთად ლიონში დაბრუნდება. დავით ნინიაშვილს მძიმე ტვინის შერყევა ჰქონდა და პროტოკოლით მინიმუმ 2-3 კვირას იუქმებს.
შეგახსენებთ, რომ "ლიონი" "ბაიონასთან" 28:14 დამარცხდა. შეხვედრის 32-ე წუთზე დავით ნინიაშვილი მეტოქე მორაგბეს ძალიან ცუდად შეეჯახა, ამ მომენტის შემდეგ ნინიაშვილი მინდორზე ცუდად დაეცა და რამდენიმე წამი უგონოდაც იყო.