აბდალაძე ბრივის ღირსებას დაიცავს
1 წლის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიური "ლენსტერის" ბურჯი - ვახტანგ აბდალაძე, პროფესიონალურ კარიერას "ბრივში" განაგრძობს.
belive-სთან საუბარში, აბდალაძემ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ "ბრივში" გადავიდა.
შეგახსენებთ, "ბორჯღალოსნების" კვართი აბდალაძემ პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიის წინააღმდეგ მოირგო, როდესაც თამაშში მარქაფიდან ჩაერთო.
ქართველი ბურჯი კარიერის განმავლობაში "ლენსტერში" ასპარეზობდა, რომლის კვართითაც გაერთიანებულ სარაგბო ჩემპიონატში (URC) არაერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა.