7-კაცა | საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
9 თვის წინ
რაგბი
1 წთ
7-9 ივნისს, ხორვატიის ქალაქ მაკარსკაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება, სადაც საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები იასპარეზებს.
ცნობილია, რომ საქართველო A-ჯგუფში ირლანდიის, გერმანიისა და ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ ირლანდია 7-კაცას ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია და ტიტულის დაცვას შეეცდება.
მეორე ეტაპს 28-30 ივნისს, გერმანიის ქალაქი ჰამბურგი უმასპინძლებს.