7-კაცა | საქართველოს ნაკრები გერმანიაში ითამაშებს
18-19 მაისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიების დასკვნითი, მე-3 ეტაპი გაიმართება. საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები A-ჯგუფში მასპინძელი გერმანიის, ურუგვაისა და პაპუა ახალი გვინეის წინააღმდეგ ითამაშებს.
განვლილი 2 ეტაპის შემდეგ, საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები მე-9 პოზიციაზე იმყოფება. შეგახსენებთ, დუბაის ეტაპზე საქართველომ მე-8 პოზიცია დაიკავა, მონტევიდეოში კი მე-9 ადგილს დასჯერდა და საერთო ჩათვლაში 10 ქულით, მე-9 ადგილზე იმყოფება. 2 ეტაპის შემდეგ, ჩელენჯერის სერიას ურუგვაი ლიდერობს, რომელსაც საერთო ჩათვლაში 36 ქულა აქვს.
გერმანიიდან საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები ესპანეთში, ბენიდორმში გადაინაცვლებს, სადაც 20-იდან 27 მაისამდე გაჩერდება და მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს. ივნისში 7-კაცას რაგბი ევროპის ჩემპიონატი ელის. პირველ ეტაპს 7-9 ივნისს ხორვატია, მაკარსკა უმასპინძლებს, ხოლო მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.
7-კაცა მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა
გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, თემურ ჭიჭინაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა.
მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე