ბორჯღალოსნები ესპანეთის წინააღმდეგ დაირაზმნენ
17 თებერვალს, 16:00 საათზე, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება და მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის, რიჩარდ კოკერილმა ბორჯღალოსნების შემადგენლობა დაასახელა.
ბორჯღალოსნების რაზმი
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).
ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი).
მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. გრიგორ ქერდიყოშვილი (შავი ლომი), 20. ოთარ გიორგაძე (მონტობანი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).