Belive

4 მატჩი 1 სტადიონზე - რაგბი ევროპის აბსურდული გადაწყვეტილება!

1 წლის წინ რაგბი
1 წთ

რაგბი ევროპის 2024 წლის გათამაშების ფინალი პარიზში, "სტად ფრანსეს" სტადიონზე გაიმართება. ევროპული რაგბის მმართველმა ორგანომ აბსურდული გადაწყვეტილებით ამჯერადაც შეძლო გულშემატკივრების გაკვირვება.

უკვე აღვნიშნეთ, რომ ფინალი "ჟან ბუენზე" გაიმართება. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია და ბორჯღალოსანთა ამ დომინაციის ფონზე, ქართველ გულშემატკივარს სამართლიანი პროტესტის სრული უფლება აქვს. უამრავ ფანს პარიზში გამგზავრების შესაძლებლობა არ ექნება და მატჩს ვერ დაესწრება, ამიტომ გულდასაწყვეტია, რომ ტურნირის დომინანტი ერი საკუთარ მოედანზე ვერ ითამაშებს.

სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი უცნაური გადაწყვეტილება. რაგბი ევროპამ ფინალებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო და როგორც ჩანს, "ჟან ბუენზე" 1 დღის განმავლობაში 4 მატჩი გაიმართება. დიახ, სწორად გაიგეთ - თამაშები ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება და დღის პირველ მატჩში, მე-7 ადგილოსანი გაირკვევა. 14:45-ზე მე-5 ადგილისთვის მატჩი დაიწყება. 18:15-ზე ბრინჯაოს ფინალია ჩანიშნული. გრანდ-ფინალი კი სადაც უდიდესი ალბათობით ბორჯღალოსნები ითამაშებენ 21:00 საათზე იწყება.

ბილეთების ყიდვა შეგიძლია ამ მისამართზე:

https://billetterie.stade.fr/fr/RECFinals

სხვა სტატიები