Belive

რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა შვეიცარიის წინააღმდეგ

14 საათის წინ რაგბი
2 წთ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მეცხრედ მოსაგებად ემზადება - ბორჯღალოსნები ტურნირზე ასპარეზობას შვეიცარიასთან გასვლითი მატჩით იწყებენ.

8 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველო შვეიცარიას დაუპირისპირდება - 23-კაციან განაცხადში 5 დებიუტანტია, ვასილ ლობჟანიძე კი მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს და მერვე ქართველი ცენტურიონი გახდება.. სამწვრთნელო შტაბმა შვეიცარიასთან მატჩისთვის ბორჯღალოსნების ძირითადი შემადგენლობა დაასახელა.

ბორჯღალოსნების შემადგენლობა

ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (ტულონი), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 7. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 20. თემურ წულუკიძე (ოიონა), 21. ანდრო დვალი (პერპინიანი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

სხვა სტატიები