2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 8 ერი იასპარეზებს
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 8 ერი იასპარეზებს. რაგბი ევროპის რანგით მეორე ტურნირის ("ტროფი") ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი რაგბი ევროპის ჩემპიონატში აღზევდებიან, ამასთანავე, ელიტიდან არავინ დაქვეითდება. აღნიშნული ინფორმაცია რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. რაგბი ევროპის რანგით მეორე ტურნირის დასრულებამდე 1 ტურია დარჩენილი. ამ წუთისათვის რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად 3 ერი იბრძვის. ბელგია (16), გერმანია (12) და პოლონეთი (12) ელიტაში მოსახვედრი 2 საგზურის მოპოვების ყველაზე რეალური კანდიდატები არიან. ამ წუთისათვის უცნობია, თუ რა ბედი ელის რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს. მსოფლიო რაგბი და რაგბი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ და რუსეთი მათ მიერ ორგანიზებული ყველა ტურნირიდან მოკვეთეს.🏆 🇪🇺 | What a season. Here is the final standings of this edition of the Rugby Europe Championship 2022! pic.twitter.com/MxUlM8Ftlk — Rugby Europe (@rugby_europe) March 20, 2022
World Rugby-მ რუსეთი და ბელორუსი საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა
ოფიციალურად | რაგბი ევროპა გმობს სამხედრო აგრესიას და რუსეთში საქმიანობას წყვეტს რუსეთი და ბელორუსი საერთაშორისო ტურნირებზე ვეღარ იასპარეზებენ. აღნიშნული სანქცია, როგორც სანაკრებო – ასევე საკლუბო დონეზე ვრცელდება. World Rugby-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის რაგბის კავშირს მსოფლიო რაგბის წევრის სტატუსიც შეუწყდა.