Belive

ზვონიმირ ბობანი: "კვარაცხელიამ ნაპოლიში უპატივცემულობა იგრძნო, პსჟ-ში კი ბედნიერია და კლასს ავლენს"

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი, ზვონიმირ ბობანი, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. "მილანის", "ბარის" და ვიგოს "სელტას" ვეტერანი შემტევი ნახევარმცველი, 24 წლის ქართველ ვარსკვლავზე ამბობს, რომ მას სათამაშო ფორმა ახალ გუნდში დამოკიდებულებამ კიდევ უფრო მეტად გაუუმჯობესა.

"კვარაცხელიამ "ნაპოლიში" უპატივცემულობა იგრძნო, ახლა კი დიდი საქმეების გასაკეთებლად დაბრუნდა.

"ნაპოლიმ" ფული იშოვა და უკმაყოფილო ადამიანს არ უნდა დაემსგავსოს, "პსჟ-მ" კი თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი გაძლიერება მიიღო. "პსჟ-ში" გადასვლამ ცხადია გაახარა ხვიჩა კვარაცხელია და ახლა ის ძალიან კარგად ავლენს თავის კლასს", - ამბობს ვეტერანი ხორვატი ფეხბურთელი.

"პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე, 17 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები