"მამარდაშვილი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს" - thesportsbank ქართველ მეკარეზე წერს
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს. ტრანსფერი შარშან ზაფხულში გაოფიციალურდა, ახლა კი ქართველი მეკარე ინგლისში გაემგზავრა და ვალენსიაში გასული სეზონის იჯარით გატარების შემდეგ, მერსისაიდულ გრანდში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლას იწყებს.
ბრიტანული მედია ქართველი ფეხბურთელის ახალ გუნდში გადასვლას ეხმაურება. thesportsbank საქართველოს ნაკრების მეკარის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
"გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ლივერპულში 2024 წლის ზაფხულში გადაწყდა, ახლა კი ვალენსიაში თამაშის შემდეგ ინგლისში გადაბარგდა. ტრანსფერი სრულფასოვანია და მამარდაშვილი ლივერპულის მეორე მეკარე ხდება.
მამარდაშვილმა გასული სეზონი ვალენსიაში გაატარა, რომელსაც ის 2021 წელს შეუერთდა. კაოიმინ კელეჰერის ბრენტფორდში გადასვლის შემდეგ, წითლებს ახალი სათადარიგო მეკარე სჭირდებათ და ამ მოთხოვნას მამარდაშვილი აკმაყოფილებს", - წერს thesportsbank.
საქართველოს ნაკრების მეკარეს ვალენსიაში 134 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 39-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.