Belive

"ზურიკო დავითაშვილმა ბორდოში ბოლოჯერ ითამაშა" - ფრანგული მედია ქართველის ტრანსფერზე საუბრობს

3 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

დიდი ალბათობით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი "ბორდოს" დატოვებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია, კონკრეტულად webgirondins ავრცელებს და წერს, რომ ლიგა 2-ის ტურში "ვალენსიენთან" - 3:1 მოგებული მატჩი ქართველისათვის ამ გუნდის შემადგენლობაში საფინალო იყო.

"ბორდოს" თავს შექმნილი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, "ჟირონდინებს" გუნდის ლიდერების გასხვისება სურთ, მათ შორის კი ზურიკო დავითაშვილის და ალბერტ ელისის. ჰონდურასელი ლეგიონერის ტრანსფერი MLS-ში თითქმის გადაწყვეტილია, რაც შეეხება 22 წლის ქართველს, მას ორი შემოთავაზება აქვს, აქედან ერთი ცენტრალური აზიის წარმომადგენელი გუნდიდან. როგორც ირკვევა, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი უახლოეს პერიოდში უნდა გაოფიციალურდეს.

"ბორდოსთვის" განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სატრანსფერო პერიოდის დასრულებამდე კიდევ 8 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღონ, რომლითაც ვალდებულებების დაფარვას მოახერხებენ და ლიგა 2-ში მათ დარჩენას საფრთხე არ შეექმნება. არსებობდა შანსი, რომ "ბორდო" რანგით უფრო დაბალ ლიგაში დაექვეითებინათ.

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული და ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს და ამ პერიოდის განმავლობაში 53 მატჩში 7 გოლის გატანა და 7 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

სხვა სტატიები