Belive

ფრანჩესკო კალცონა: "კვარა ფანტასტიკური ფეხბურთელია, ამ დონემდე მოსვლა მას დნმ-ში ჰქონდა"

21 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ნაპოლის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარაცხელია? ვფიქრობ, იმ დონეზე მისვლა, რომელზეც ახლა იმყოფება, მის დნმ-ში თავიდანვე იყო ჩაბეჭდილი. ის ფანტასტიკური მოთამაშეა უჩვეულო თვისებებით. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით მისი იტალიაში შენარჩუნება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მან წინ გადადგა ნაბიჯი.

კვარა წამყვან როლს ასრულებს ჩემპიონთა ლიგაზე, საუბარია ოქროს ბურთის მოგებაზეც კი. ის ფანტასტიკური ადამიანია მწვრთნელისთვის და მასთან ერთად მუშაობისთვის", - ამბობს ფრანჩესკო კალცონა.

57 წლის იტალიელი სპეციალისტი ნაპოლის სათავეში გარდამავალ პერიოდში, სლოვაკეთის ნაკრების გაწვრთნის პარალელურად ედგა და ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 14-ჯერ გაიყვანა, რა დროშიც მან 5 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები