ვაკომ თამაშშიც გაიტანა და პენალტების სერიაშიც: ყაზაიშვილის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა, "შანდონ ტაიშანმა", აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ტაილანდურ "ბანგკოკ იუნაიტედს" აჯობა (1:1, 2:1, პენალტების სერიაში) და ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ქართველმა ფეხბურთელმა მატჩში სრულად ითამაშა და ჯერ 43-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება ულამაზესი გოლით მოახერხა, შემდეგ კი პენალტების სერიაში დარტყმა ზუსტად შეასრულა და "შანდონ ტაიშანს" ჯგუფური ეტაპის საგზური გაუნაღდა.
გარდა ჩინური გუნდისა, ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, 2024//25 წლების სეზონში კიდევ სამი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი, ბექა მიქელთაძე და გიორგი არაბიძე ითამაშებს.