გიორგი მიქაუტაძე: "კარგად ვარ, მადლობა მხარდაჭერისთვის"
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე სახლის დაყაჩაღების შემდეგ, სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.
"გამარჯობა ყველას,
მინდა გუშინდელი ამბის შემდეგ, დაგამშვიდოთ. კარგად ვარ და არანაირი ფიზიკური ზიანი არ მიმიღია.
მადლობას გიხდით ყველას უამრავი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვიღებ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩემს მიზნებზე კონცენტრირებული ვრჩები და ძალიან მალე შევხვდებით.
იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე", - წერს გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელს ლიონში მდებარე სახლი გაუქურდეს და 250 000 ევროს ღირებულების ნივთები მოპარეს.
გიორგი მიქაუტაძეს, "ლიონის" შემადგენლობაში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.