Belive

ზურიკო დავითაშვილის დუბლი ანჟესთან | სენტ ეტიენი დამარცხდა

2 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურის შეხვედრაში "სენტ ეტიენი" "ანჟესთან" 4:2 დამარცხდა. ზურიკო დავითაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა და დუბლი შეასრულა. "ანჟემ" ანგარიში ჰიმად აბდელის გოლით მე-7 წუთზე გახსნა, მე-16 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა გაათანაბრა, 39-ე წუთზე მეტოქე გუნდი ჟან-ეუდ აჰოლუს გოლით ისევ წინ გავიდა, 57-ე წუთზე ქართველმა შემტევმა ისევ გაათანაბრა, მაგრამ "სენტ ეტიენმა" ანგარიშის აღმოფხვრა ვეღარ შეძლო და 68, 90+3 წუთებზე უპასუხო გოლები გაუშვა.

მარცხის მიუხედავად ზურიკო დავითაშვილი ორივე გუნდში საუკეთესო იყო, Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი 7.8-ით შეაფასა. 23 წლის შემტევმა კარში 3-ჯერ დაარტყა და როგორც უკვე გითხარით დუბლი შეასრულა, ერთხელ კარისკენ დაარტყა, 4-ჯერ დარტყმული კი დაუბლოკეს. ზურიკო ბურთს 68-ჯერ შეეხო, 40 გადაცემა გააკეთა და 33 ზუსტი იყო (83%), 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 იყო წარმატებული. 11 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 2-ში დარჩა.

Whoscored-მა ქართველი ფეხბურთელი 7.7-ით შეაფასა.

"სენტ ეტიენს" 9 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს (2 მოგება, 1 ფრე, 6 მარცხი) და მე-15 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 3 ნოემბერს 00:00 საათზე "სტრასბურგის" წინააღმდეგ ჩაატარებს

ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, ქართველი შემტევი ბომბარდირთა ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულ "სენტ ეტიენს" 8 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები