"ზურიკოს ასპარეზობა სეზონის პირველ ნახევარში, უდავოდ ყველაზე დიდ კმაყოფილებას იწვევს" - ფრანგული გამოცემა
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"სენტ-ეტიენის" იმედი და გამოწვევა: ზურიკო დავითაშვილი ყურადღების ცენტრშია, ქართველი ფეხბურთელის შესახებ სტატიას, ფრანგული სპორტული გამოცემა jeunesfooteux აქვეყნებს. წყარო, ლიგა 1-ის გუნდის მთავარ გადამრჩენელად ზურიკო დავითაშვილს მიიჩნევს და მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.
"სენტ ეტიენის" მთავარი ბომბარდირი ზურიკო დავითაშვილია, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია და გუნდს აძლევს იმედს და გამოწვევას. მისი ასპარეზობა სეზონის პირველ ნახევარში, უდავოდ ყველაზე დიდ კმაყოფილებას იწვევს. 23 წლის ქართველმა გარემარბმა, რომელიც "ბორდომ" 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ გუნდიდან გაუშვა, ლიგა 1-ის 11 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
გუნდის მთავარი პრობლემა არის ის, რომ დავითაშვილი ერთადერთი შემტევი ელემენტია, რომელიც ლიგა 1-ის მოთხოვნებს დადებითად ეხმაურება. ამის დასტურია ისიც, რომ "მწვანეებს" სეზონის დაწყებიდან დღემდე 10 გოლი აქვთ გატანილი, აქედან ქართველის ანგარიშზე 5-ია. - jeunesfooteux
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. "სენტ-ეტიენი" 10 ქულით მე-16 ადგილზეა (3 მოგება, 1 ფრე, 7 მარცხი), ასევე 10 ქულა აქვთ მე-14 და მე-15 პოზიციაზე მყოფ, "ნანტს" და "ანჟეს".