Belive

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ბორდოს" შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 22-ე ტურში გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ და ლიგა 1-ის საგზურის მაძიებელ "ანჟერთან" 89 წუთის განმავლობაში ითამაშა და ერთადერთი, გამარჯვების გოლის (1:0) გატანა მოახერხა.

კარგი მატჩი ქართველ ფეხბურთელს დაუფასდა და ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის მიერ არჩეულ სათამაშო კვირის საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის მოხვდა.

მიმდინარე სეზონში, ზურიკო დავითაშვილს "ბორდოს" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები