Belive

"შტურმის ამ თაობის წევრები ყველა დროის საუკეთესოებში მოხვდებიან" - ავსტრიული მედია კიტეიშვილზე

7 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ავსტრიული მედია საშუალება kleinezeitung საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" შემტევი ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. უფრო კონკრეტულად, სტატიაში "შტურმის" ამჟამინდელი გუნდის ლიდერებია განხილული, რომელთაც გულშემატკივრებისთვუს ისტორიის დაწერა შეუძლიათ.

"შტურმის" ეს გუნდი უკვე ლეგენდარულია. თუ გუნდი ჩემპიონობას გაიფორმებს, მაშინ რამდენიმე ფეხბურთელი, "შტურმის" ისტორიაში, ყველა დროის საუკეთესოთა რიგებში მოხვდება.

რამდენიმე ათწლეულში, "შტურმის" ქომაგებმა შეიძლება ერთმანეთს ჰკითხონ: "გახსოვს როგორ აღგვაფრთოვანებდა კიტე მაშინ?". ეს გუნდისთვის განსაკუთრებული მომენტია და თავად ოთარ კიტეიშვილისთვის, რომელსაც ბრწყინვალე კვირა აქვს.

მისმა ემოციურმა შემოძახებამ გასახდელში, ვენის "რაპიდთან" ქვეყნის თასის ფინალში, გუნდს მატჩი შემოაბრუნებინა და გამარჯვება მოუტანა, შემდეგ კი "ჰარტბერგთან" გამათანაბრებელი გოლი გაიტანა და საჩემპიონო რბოლაში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. ამ გოლის გატანის მნიშვნელობის გადაჭარბება შეუძლებელია.

რამდენ ხანს იქნება ხელმისაწვდომი ოთარ კიტეიშვილის ხარისხი "შტურმის" გულშემატკივრებისთვის ძნელი სათქმელია. მას კონტრაქტი ეწურება, მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კი მიღებული ჯერ არ არის", - წერს kleinezeitung.

ოთარ კიტეიშვილს 2023/24 წლების სეზონში, გრაცის "შტურმის" შემადგენლობაში 39 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული. ჩემპიონობის მოსაპოვებლად მის გუნდს ორ დარჩენილ მატჩში ერთი გამარჯვებაც კი ჰყოფნის.

სხვა სტატიები