Belive

ზორან მარუშიჩი: "ვიცით რა შეგვიძლია და განსაკუთრებულად მოტივირებულები ვართ"

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, მალტურ "ჰამრუნთან" დაპირისპირების წინ, "დინამო თბილისის" თავდამსხმელმა, ზორან მარუშიჩმა კომენტარი გააკეთა.

"გუნდში კარგი განწყობაა. ვფიქრობ, რომ თასზე გამარჯვებამ ჩვენზე დადებითი გავლენა იქონია, არამხოლოდ შედეგის, არამედ იმის გამო, რომ ბევრმა ფეხბურთელმა თავი უკეთ წარმოაჩინა.

ვიცით, თუ როგორ შეგვიძლია თამაში, საკუთარ თავში დარწმუნებულები და ხვალინდელი მატჩისთვის მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ. ეს არამხოლოდ ჩემი, არამედ ყველა ჩვენგანის აზრია.

2021 წელს, "დინამოში" პირველად მოსვლის დროს გუნდისა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. ახლა ისეთ ფორმაში აღარ ვარ, მაგრამ ჩემი მიზანი შესაბამის კონდიციებში დაბრუნებაა და ამისთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ". - თქვა 29 წლის სერბმა თავდამსხმელმა

"დინამო თბილისისა" და "ჰამრუნის" მატჩი 3 აგვისტოს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები