Belive

პოლ რობინსონი: "მამარდაშვილი პირდაპირ ლივერპულში გადავა, მაგრამ კელეჰერს შეცვლის"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ინგლისის ნაკრების, "ლიდსის", "ტოტენჰემის", "ბლექბერნისა" და "ბარნლის" ვეტერანი მეკარე, პოლ რობინსონი, საქართველოს ნაკრების კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრობს.

"ამ სეზონის შემდეგ, კაოიმინ კელეჰერი გუნდს შეიცვლის და ისეთ ადგილას მივა, სადაც ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდება. "ლივერპული" ალისონის შემდეგ, სასტარტოში ადგილის დათმობას არ აპირებს და ამიტომაც დაიმატეს გიორგი მამარდაშვილი.

გიორგი მამარდაშვილი პირდაპირ "ლივერპულში" გადავა, მაგრამ არ არსებობს შანსი, რომ მალევე ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდეს. მამარდაშვილი "ლივერპულში" კაოიმინ კელეჰერს შეცვლის და ალისონს კონკურენციას გაუწევს", - ამბობს პოლ რობინსონი.

საქართველოს ნაკრების მეკარე ლა ლიგის 35-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, კარიერის გამორჩეულ პერიოდს ატარებს, "ვალენსიასთან" ერთად ევროპული ტურნირის საგზურის მოპოვებისთვის იბრძვის.

სხვა სტატიები