Belive

ჟურნალისტი: "კვარას გუნდის შეცვლა სურს, ნაპოლის ტრანსფერი"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, ფრანჩესკო მაროლდა საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კარიერული მომავლის შესახებ საუბრობს.

კონკრეტულად, საუბარია კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე, რომლის თაობაზე მოლაპარაკებებიც დიდი ხანია მიმდინარეობს.

"ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის საკითხი? ქართველი ამ სეზონის შემდეგ გუნდს შეიცვლის. სხვა გუნდში გადასვლა ფეხბურთელს სურს, "ნაპოლის" ხელმძღვანელობას კი სარფიანი ტრანსფერი. ახლა მთავარი მხოლოდ სწორი შემოთავაზების მიღებაა.

ორივე მხარე ახლა დახურულ მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცდილობს, რომ ფეხბურთელს კონცენტრირებაში ხელი არ შეეშალოს", - ამბობს ფრანჩესკო მაროლდა.

ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სეზონის დახმარებით, რაც სერია A-ში 12 მატჩში 5 გოლსა და 2 საგოლე პასს, ასევე წინა თვის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობას ითვალისწინებს, "ნაპოლი" სატურნირო ცხრილის ლიდერია და ტიტულის დაბრუნების ამბიცია აქვს.

სხვა სტატიები