Belive

ჟირონას და ბარსელონას ფეხბურთელები - ვინ არიან ძმები ანტალ და აარონ იაკობიშვილები?

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლა ლიგის 21-ე ტურის მატჩში, 2023/24 წლების სეზონის აღმოჩენად მონათლულმა "ჟირონამ" "სევილიას" - 5:1 აჯობა, 52 ქულა დააგროვა და ლიდერობა შეინარჩუნა.

მატჩის 30-ე წუთზე, მოედანზე, 19 წლის ცენტრალური მცველი, ანტალ იაკობიშვილი შევიდა, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

ამ ქართული გვარის მქონე ფეხბურთელი ერთადერთი არაა, რომელიც ლა ლიგის ერთ-ერთი ლიდერის განაცხადშია. მესამე პოზიციაზე მყოფი "ბარსელონას" ახალგაზრდულ შემადგენლობაში 17 წლის მეკარე, ანტალ იაკობიშვილის ძმა, აარონ იაკობიშვილი ირიცხება.

ეს ორი ფეხბურთელი რამდენიმე წელიწადია, რაც ესპანეთში ცხოვრობს და ვარჯიშობს, ახლა კი წამყვანი ესპანური გუნდების შემადგენლობაში გამოჩნდნენ.

მათი მშობლები წარმოშობით ისრაელიდან და უნგრეთიდან არიან, თავად ფეხბურთელებს კი ორმაგი, უნგრეთისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვთ.

აარონ იაკობიშვილს უნგრეთის 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 8 მატჩი აქვს ჩატარებული და 21-წლამდელთა განაცხადშიც მოხვედრილია. რაც შეეხება ანტალ იაკობიშვილს, მას უნგრეთის 18, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში უთამაშია.

სხვა სტატიები