ტურის საუკეთესო ფეხბურთელი! - კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
14 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის 23-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
საქართველოს ნაკრებისა და გრაცის შტურმის 29 წლის ნახევარმცველი პოპულარული skysportaustria-ს მიერ შედგენილ სათამაშო კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მაღალი შეფასებაც აქვს, საუკეთესო თერთმეტეულში გრაცის შტურმის ერთადერთი წარმომადგენელია.

ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგის 23-ე ტურის მატჩში, ვენის აუსტრიასთან დუბლის შესრულება შეძლო, მისი და გიზი მამაგეიშვილის გუნდმა კი 5:2 იმარჯვა და გათამაშების ცხრილში გალიდერდა.
ქართველ ფეხბურთელს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 16 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს, 12 გოლით კი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.