ზედიზედ მეორედ: ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესოობისთვის იბრძვის
ზედიზედ მეორედ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული.
23 წლის ქართველი ფეხბურთელი აღნიშნული ჯილდოს მოქმედი გამარჯვებულია: ის საუკეთესოდ სექტემბრის თვის გამოკითხვაში გამარჯვების შემდეგ აღიარეს, ახლა კი ჯილდოს დაცვის შანსი აქვს.
ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის ბრძოლაში ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტები ადლი ("ფიორენტინა"), ფრანსისკო კონსეისაო (ტურინის "იუვენტუსი"), ნუნო ტავარეში ("ლაციო"), მატეო რეტეგი ("ატალანტა") და მარკუს ტურამი (მილანის "ინტერი") არიან.
ხვიჩა კვარაცხელიასთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.
"ნაპოლის" ქართველ ლიდერს აღნიშნული ჯილდო კარიერაში ოთხჯერ აქვს მოგებული, რა მაჩვენებლითაც პრიზის არსებობის ისტორიაში, პაულო დიბალასთან ერთად მოწინავე პოზიციას იკავებს.
2024 წლის ოქტომბრის თვეში, "ნაპოლიმ" ოთხივე მატჩი მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა მათგანში ლომის წვლილი შეიტანა და 2 გოლის გატანაც მოახერხა ("ემპოლისა" და "მილანის" კარში).
მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში სერია A-ში 11 შეხვედრაში 5 გატანილი გოლი და 2 საგოლე პასია.