Belive

ზაგრების გრან პრი: დღე II - ტატამზე 3 ქართველი გამოვა | პრევიუ

2 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
15-17 ივლისს, ხორვატიის დედაქალაქში, ზაგრების გრან პრი გაიმართარება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 12 სპორტსმენით იასპარეზებს, საიდანაც 10 მამაკაცი, 2 კი ქალი იქნება. 16 ივლისს, ზაგრების გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღე აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს დროშის ქვეშ 3 სპორტსმენი იჭიდავებს.

-73 კგ


-73 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების სახელით 2 სპორტსმენი იჭიდავებს: ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ტერაშვილი. A ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება - ლაშა შავდათუაშვილი. მეორე რაუნდში, ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე, თურქ - უმალტ დემირელსა და გერმანელ - ენტონი ზინგს შორის გამარჯვებული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ ლაშა შავდათუაშვილი მესამე რაუნდში გასვლას მოახერხებს, მისი მეტოქე, საუდის არაბეთის წარმომადგენელ - სულაიმან ჰამადსა და ბრაზილიელ - პედრო მედეიროსს შორის გამარჯვებულს შეხვდება. რაც შეეხება გიორგი ტერაშვილს, 19 წლის ქართველი B ბადეშია განთესილი, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ, ჩეხ - დანიელ პოჩოლსა და მონღოლ - ანხიზა ლავიარგალს შორის გამარჯვებული ეყოლება. იმ შემთხვევაში, თუ ორივე ქართველი საკუთარი ბადის გამარჯვებული გახდება, 1/4 ფინალში სწორედ ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ.

-81 კგ


-81 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ 2-გზის ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს. ტატო მონაწილეობას A ბადეში მიიღებს და განთესილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე, მოლდოველ - ნიკონ ზაბოროსკუსა და ხორვატ - მარინ ფრანუსინს შორის გამარჯვებული იქნება. ექსპერტების აზრით, ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები