Belive

პოლონელიც დამარცხებულია - მარიამ ბოლქვაძე 125-ქულიანი შეჯიბრის 1/4-ფინალშია!

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

26 წლის ქართველი ჩოგბურთელი - მარიამ ბოლქვაძე, პოლონეთში, კერძოდ კი ვარშავაში მიმდინარე 125-ქულიან შეჯიბრში მონაწილეობას, რომლის საპრიზო ფონდიც $115,000 აშშ დოლარია.


მარიამი თავდაპირველად, ასპარეზობაში 1/16-ფინალიდან ჩაერთო, სადაც შეჯიბრის პირველ ნომრად განთესილ, მსოფლიოს 109-ე ჩოგბურთელს - რებეკა სრამკოვას დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად, 2 სეტში: 1:6; 2:6 დაამარცხა.

1/8-ფინალურ მატჩში კი პოლონელ - ჯინა ფრისტელს შეხვდა და 3 სეტში დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 2:6 დათმო, თუმცა მეორე სეტში იგივე ანგარიშით მოუგო და მატჩი დაბრუნდა. მესამე სეტში მარიამმა პირველივე გეიმში ბრეიკი მოიპოვა, რომელიც მატჩში გარდამტეხი აღმოჩნდა და საბოლოოდ მატჩი, მარიამ ბოლქვაძის გამარჯვებით: 2:6; 6:2; 6:3 დასრულდა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

1/4-ფინალში, ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ავსტრალიელი - მაია ჯოინტი იქნება, რომელიც შეჯიბრის მეხუთე ნომრად არის განთესილი.

სხვა სტატიები