ზაგრების გრან პრი: დღე I - ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ | პრევიუ
2 წლის წინ
ქართული სპორტი
2 წთ
-60 კგ
-60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი - 19 წლის გიორგი სარდალაშვილი იქნება, რომელიც თბილისის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია, ახალგაზრდებში კი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. სარდალაშვილი განთესავი იქნება და ასპარეზობაში მეორეეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკი - მუჰამადსოლე ქუვატოვი იქნება. ტაჯუკური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, სარდალაშვილი დიდ ბრიტანელ - ჯოშუა გილსა და ბრაზილიელ - მატეუს ტაკატის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
-66 კგ
-66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს. ვაჟა განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე, სერბ - სტაჰინია ბუნჩიჩსა და ტაჯიკ - ალიონ საფარალიევს შორის გამარჯვებული იქნება. ვაჟა C ბადეში იასპარეზებს და ძიუდოს ექსპერტების აზრით, იგი ამ შეჯიბრის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. ძიუდოს ექსპერტები -66 კგ წონითი კატეგორიის ფინალში: მოლდოველ - დენის ვიერუსა და ქართველ - ვაჟა მარგველაშვილს შორის მოიაზრებენ.
-57 კგ
-57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას - ეთერ ლიპარტელიანი დაიცავს. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, ეთერი ტატამზე პირველად ბრუნდება. ვირუსის გამო ლიპარტელიანმა ბუდაპეშტის გრანდ სლემი გამოტოვა. ეთერი C ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მას დიდ ბრიტანელი მეტოქე - ასეილა ტოპრაკი ეყოლება. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.