მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – 81 კგ წონითი კატეგორია | პრევიუ
7-14 მაისს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას.
ტრადიციულად მსოფლიო პირველობაზე თითო წონითი კატეგორიის ასპარეზობას თითო საშეჯიბრო დღე ეთმობა, 10 მაისს, მეოთხე საშეჯიბრო დღეს, 81 კგ წონითი კატეგორია იასპარეზებს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით, მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს.
ტატო გრიგალაშვილის ტიტულები და გზა ეროვნული ნაკრებისკენ
ტატო გრიგალაშვილი ეროვნულ ნაკრებში პირველად 2017 წელს გამოჩნდა, როდესაც თბილისის გრან პრიზე იჭიდავა და მეხუთე ადგილი დაიკავა, მას შემდეგ იგი უმცროსებში ევროპის ჩემპიონი გახდა (2019 წელი) და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ 2-ჯერ, 2020-2021 წლებში მოიგო.
2019 წლის ბოლოდან კი ტატომ ეროვნულ ნაკრებში თავი საბოლოოდ დაიმკვიდრა და მას შემდეგ იგი მოპოვებული მედლებით, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფალავანია.
ევროპის ჩემპიონატი |
23 წლის ქართველი
2-გზის ევროპის ჩემპიონია. მან 2020 წელს, პრაღაში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, 2022 წელს კი სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, კონტინენტური პირველობა მეორედ აღნიშნა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტატო მოქმედი ევროპის ჩემპიონია.
მსოფლიო ჩემპიონატი |
2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხების შემდეგ, ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა 2022 წელს, ტაშკენტში მოიპოვა, სადაც ფინალში, მისი მთავარი კონკურენტი, ბელგიელი - მატიას კასე დაამარცხა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კი უძლიერესი ქართველი ფალავანი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსითა და წითელი არშიით ხვდება. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ტატო გრიგალაშვილი ტიტულის დაცვას, რადგან იაპონიაში, შეკრებაზე მან მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც მას თბილისის გრანდ სლემის გამოტოვება მოუწია.
მასტერსები |
ტატო გრიგალაშვილს მასტერსებზეც 2 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. 2021 წელს მან დოჰას მასტერსი მოიგო, ხოლო 2022 წელს იერუსალიმის მასტერსზეც ოქროს მედალი მოიპოვა.
გრანდ სლემები |
23 წლის ქართველ ფალავანს, ძიუდოს მსოფლიო ტურზეც საკმაოდ წარმატებული ასპარეზობა აქვს. ტატოს ჯამში 7 გრანდ სლემური მედალი აქვს მოპოვებული, საიდანაც 2 ოქროა, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
ოქრო - დიუსელდორფის გრანდ სლემი (2020 წელი); პარიზის გრანდ სლემი (2023 წელი).
ვერცხლი - პარიზის გრანდ სლემი (2021 წელი, 2022 წელი); თბილისის გრანდ სლემი (2022 წელი).
ბრინჯაო - ბაქოს გრანდ სლემი (2019 წელი); თბილისის გრანდ სლემი (2021 წელი).
81 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი ძიუდოისტები იასპარეზებენ. გამოსარჩევია იაპონიის ნაკრები, “გოძილები” უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას მიიღებს, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ტაკანორი ნაგასე.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიხედვით, 81 კგ წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტები შემდეგი ძიუდოისტები იქნებიან.
- ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)
- მატიას კასე (ბელგია)
- საიდ მოლაი (აზერბაიჯანი)
- გილერმე შმიდტი (ბრაზილია)
- ტაკანორი ნაგასე (იაპონია)
- ვედარ ალბაირაქი (თურქეთი)
ტატო გრიგალაშვილს ტატამზე 10 მაისს ვიხილავთ.