Belive

საქართველოს ნაკრები ბაქოს გრანდ სლემზე 21 სპორტსმენით იასპარეზებს

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

16-18 თებერვალს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ბაქოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრები ამ მომენტისთვის 21 სპორტსმენით არის რეგისტრირებული, საიდანაც 14 მამაკაცი, ხოლო 7 ქალია.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლაშა გუჯეჯიანმა, ბაქოს გრანდ სლემზე ასპარეზობის შანსი ახალგაზრდა ქართველ ფალავნებს მისცა.

შემადგენლობა

60 კგ: ამირან დარბაისელი, თემურ ნოზაძე

66 კგ: თორნიკე მაზიაშვილი, გიგი ოტიაშვილი

73 კგ: ლუკა კაპანაძე, მიხეილ ბახბახიშვილი

81 კგ: კოტე კაპანაძე, ზაურ დვალაშვილი

90 კგ: აკაკი ჯაფარიძე, ბაქარ ერაშვილი

100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე

+100 კგ: შალვა გურეშიძე, გურამ თუშიშვილი

57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

63 კგ: ეთერ ასკილაშვილი, რეგინა უთნელიშვილი

70 კგ: მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი

78 კგ: სოფიო სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ბაქოს გრანდ სლემზე გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 3 მოპოვებული მედლით მეორე პოზიცია დაიკავა. ოქროს მედალი - ილია სულამანიძემ მოიპოვა, ვერცხლის მედლებს კი ეთერ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი დასჯერდნენ.

სხვა სტატიები