Belive

ყველაზე მეტი გამარჯვება: სანიოლმა ვაისის რეკორდი გაიმეორა

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წინ, ამხანაგური მატჩი გამართა და მონტენეგროს ნაკრებთან (3:1) იმარჯვა.

აღნიშნული შეხვედრა სარეკორდო აღმოჩნდა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლისთვის. კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ ვილი სანიოლმა ნაკრებში მისი წინამორბედის, ვლადიმირ ვაისის სარეკორდო შედეგი გაიმეორა და გუნდთან ერთად 16 მატჩი მოიგო. ამაზე მეტი გამარჯვება არცერთ მწვრთნელს არ მოუპოვებია. მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე სულ მცირე ერთ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელებს შორის, ვილი სანიოლი ყველაზე მეტი მატჩის მომგები ერთპიროვნულად გახდება.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა, არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩი მოიგო. ამ მატჩის დამატებით, მას უკვე 17 გამარჯვება აქვს, თუმცა აღნიშნულ სტატისტიკაში, მხოლოდ ძირითად დროში მოგებულ მატჩებზე ვსაუბრობთ.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ს, 18 ივნისს, "სიგნალ იდუნა პარკზე", თურქეთთან შეხვედრით გახსნის მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები