Belive

გიორგი მიქაუტაძე: "ჩემი გუნდის გარეშე ამ შედეგს ვერ მივაღწევდი"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მოხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.

"მიხარია, რომ ევრო 2024-ზე საუკეთესო ბომბარდირთა შორის მოვხვდი.

მინდა ჩემს საოცარ გუნდს კიდევ ერთხელ მივულოცო და მადლობა ვუთხრა, თქვენს გარეშე ამ შედეგს ვერ მივაღწევდი", - წერს გიორგი მიქაუტაძე.
View this post on Instagram

A post shared by Georges Mikautadze🇬🇪 (@georgesmkd)

გიორგი მიქაუტაძემ, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გოლის გატანა მოახერხა. მასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ოქროს ბუცს კიდევ 5 ფეხბურთელი მიიღებს.

სხვა სტატიები