ლევან კორღალიძე: "იმედი მაქვს, შვედეთში ჩვენი თამაშის ჩვენებას შევძლებთ"
4 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყისი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩში შვედურ მალმიოსთან (1:3) წაგების შემდეგ, იბერია 1999-ს მთავარი მწვრთნელი, ლევან კორღალიძე პრესკონფერენციას მართავს.
"წაგების შემდეგ საუბარი მარტივი არ არის. ვთვლი, რომ ამ ანგარიშით არ უნდა წაგვეგო. გულშემატკივარს ბოდიშის ვუხდი.
ვთვლი, რომ უფრო მეტი რესურსი გვაქვს, ვიდრე ეს მოედანზე წარმოვაჩინეთ, მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ.
არბიტრზე არასდროს არაფერი მითქვამს, მაგრამ ასეთი მსაჯობა არ მინახავს. ყველა გადამწყვეტ მომენტებში საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.
მალმიო ძლიერი გუნდია, მაგრამ საკუთარი სისუსტეებიც გააჩნია. იმედი მაქვს, ჩვენი თამაშის ჩვენებას შვედეთში მოვახერხებთ.
ლეგიონერები ახლახანს დავიმატეთ და ჯერ შესათამაშებლები არიან. ისინი საპასუხო მატჩში სათამაშოდ მზად არიან", - ამბობს ლევან კორღალიძე.
იბერია 1999 შვედეთის ყველაზე ტიტულოვან გუნდს საპასუხო შეხვედრის ეგიდით 15 ივლისს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.