Belive

ყველაზე მაღალი შეფასებით: ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია ლიგა 1-ის მე-15 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

lequipe-ის ვერსიით შედგენილ საუკეთესო თერთმეტეულში პსჟ-ს ორი ფეხბურთელი, სენი მაიულუ და ხვიჩა კვარაცხელია არიან.

24 წლის ქართველ ვარსკვლავს პოპულარულმა მედია საშუალებამ თერთმეტ მოთამაშეს შორის, ლანსის მეკარე ივონ მოგოსთან ერთად ყველაზე მაღალი კოეფიცინტით (8) შეფასებაც არგუნა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის მე-15 ტურში, რენთან 5:0 მოგებულ მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

პსჟ-ს ლიგა 1-ში 15 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს, ლიდერ ლანსს კი მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. შემდეგი მატჩი ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ქართველების (გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი) მეცთან უნდა გამართოს.

ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე ამ სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.