ყველაზე მაღალი შეფასება - ბუდუ ზივზივაძე სიმბოლურ გუნდში მოხვდა
1 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "კარლსრუეს" თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-14 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
მას შემდეგ, რაც 29 წლის თავდამსხმელმა მე-14 ტურის მატჩში "ნიურბერგის" კარში შეცვლაზე შემოსვლის შემდეგ დუბლის შესრულება შეძლო, მან გამორჩეულად მაღალი, 9 კოეფიციენტით შეფასება დაიმსახურა.
ევროპის ერთ-ერთმა პოპულარულმა სტატისტიკურმა პლატფრომა Sofascore-მა მე-14 ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც თავისი ადგილი ცხადია ბუდუ ზივზივაძესაც ერგო. ქართველმა ფეხბურთელმა თავისი შეფასებით გუნდში მოხვედრილ ყველა სხვა მოთამაშეს აჯობა.
Team of the Week provided by Sofascore
2023/24 წლების სეზონში, "კარლსრუეს" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 14 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში 3 გატანილი გოლია.