Belive

"ლივერპულიც ბრძოლაშია და მოვლენების განვითარებას აკვირდება" - მერსისაიდული მედია

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მერსისაიდული მედია საშუალება anfieldwatch საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.

სტატიაში განხილულია 23 წლის ფეხბურთელსა და იტალიის 2022/23 წლის ჩემპიონს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არსებული მოლაპარაკებები და შანსები, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდი შეიცვალოს.

"პსჟ-სა" და "ბარსელონას" გვერდით, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისთვის ბრძოლაში, "ლივერპულიცაა" ჩართული. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გაახანგრძლივებს თუ არა ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლურ გუნდთან კონტრაქტს. ჯერჯერობით, "წითლები" მოვლენათა განვითარებას ელოდებიან, იმ შემთხვევაში კი თუ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" თანამშრომლობას გააგრძელებს, მაშინ არნე სლოტს გუნდში მისვლის შემდეგ პირველი დიდი ტრანსფერის განხორციელება და ლუის დიასის შემცვლელის ძებნა სხვაგან მოუწევს", - წერს anfieldwatch.

უახლოესი ინფორმაციების მიხედვით, იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება "ნაპოლის" ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მიზანია. საამისოდ, ხელმძღვანელები ქართველ ვარსკვლავს განახლებულ კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით სთავაზობენ.

სხვა სტატიები