Belive

"ყველაზე ძლიერ მეტოქეს შევხვდით, შანსი თითქმის არ გვაქვს", - რას წერენ სომეხი გულშემატკივრები სოციალურ ქსელში

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენ გადამწყვეტ ორ მატჩს საქართველოს ნაკრები სომხეთთან ჩაატარებს. 2025 წლის 20 მარტს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ხოლო სამი დღის შემდეგ საშინაო კედლებში ითამაშებს.

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას სათაო ოფისში გამართული წილისყრის შემდეგ, სოციალურ ქსელში სომეხი გულშემატკივრები საქართველოსთან შეხვედრას საინტერესო კომენტარებით გამოეხმაურნენ.

"ჯობდა, სლოვაკეთს ან ირლანდიას შევხვედროდით";

"იმედია ტიგრან ბარსეგიანი ამ მატჩისთვის მზად გვეყოლება";

"სავარაუდო 4 მეტოქიდან ყველაზე რთულს შევხვდით";

"მოდი, ჯერ მწვრთნელი მაინც გვყავდეს";

"არარატისა" და "დინამო თბილისის" შეხვედრა;

"ჯობია C დივიზიონში დავრჩეთ, აქედან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ვცადოთ";

"ჩვენც ასე გვგონია, მაგრამ მაინც ცხელი თამაშები გველოდება";

"არაფრის გაკეთება შეგვიძლია";

"და რას მოგვცემს A დივიზიონში გადასვლა?";

"ახლავე თუ დაიწყებთ ბილეთების გაყიდვას, შეიძლება მატჩამდე ყველა გაიყიდოს";

"შანსი არ გვაქვს";

"მიმინო 2025";

"ფაქტობრივად, ამიერკავკასიის დერბი იქნება";

სხვა სტატიები