Belive

იოჰან ლეპენანი: "მიქაუტაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ კარგი ფეხბურთელია"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთან უეფას ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გასამართი მატჩის წინ, საფრანგეთის ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელი, იოჰან ლეპენანი კომენტარს აკეთებს. ახალგაზრდა ფეხბურთელს კონტრაქტი გიორგი მიქაუტაძის ლიონთან აკავშრებს.

"მე და გიორგი მიქაუტაძე ერთმანეთს პირადად არ ვიცნობთ და ერთად თამაში არ მოგვიწია, რადგან როცა ის მოვიდა, მე გამანათხოვრეს. ვიცი, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია და ზოგადად, საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს",
- ამბობს იოჰან ლეპენანი.

საქართველოს ნაკრები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საფრანგეთს (14 ივნისი, ჟილინა) და პორტუგალიას (17 ივნისი, ტრენჩინი) შეხვდება.

სხვა სტატიები