Belive

ვინჩენცო მონტელა: "მეტოქე შევისწავლეთ და შევეცდებით, საუკეთესო შედეგი მივიღოთ"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოსთან შეხვედრის წინ, თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა პრესკონფერენციას მართავს და მოახლოებული შეხვედრის შესახებ საუბრობს.

ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად ოპტიმალურად გამოვიყენოთ და შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ. მეტოქე მაქსიმალურად შევისწავლეთ და გვსურს საუკეთესო შედეგი მივიღოთ.

საქართველოს ნაკრებთან ჩატარებული ორივე მატჩი (ევროპის ჩემპიონატზე და ამ შესარჩევი ეტაპი საწყის წრეში), ურთულესი გამოდგა. მოახლოებულ შეხვედრაშიც ისეთივე დაძაბულ თამაშს ველოდებით, როგორიც თბილისში გამოდგა. ყველა გუნდი იბრძვის იმისთვის, რომ ცხრილის სათავეში მოექცეს. ყველას მიზანია, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, ჩვენ კი დაველოდოთ მატჩის დღეს, იმედია ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

ამ სტადიონზე თურქეთის ნაკრები სადებიუტოდ თამაშობს. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაკრებმა იმ ქალაქებში ითამაშოს, სადაც ფეხბურთი შედარებით ნაკლებად პოპულარულია, თუმცა თურქეთის ნაკრებს აფასებენ და კარგ ატმოსფეროს გვპირდებიან. - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

საქართველოს ნაკრები თურქეთს 14 ოქტომბერს, იზმითში, ქოჯაელისპორის სტადიონზე უნდა შეხვდეს. მატჩის დაწყება თბილისის დროით 22:45 საათზეა დაგეგმილი.

სხვა სტატიები