"ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, სახიფათო გუნდია" - თურქული მედია საქართველოს ნაკრებზე საუბრობს
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდება. მატჩის წინ, თურქული მედია საქართველოს ნაკრების ძალების შესახებ საუბრობს.
"საქართველოს ნაკრებს ყურადღება უნდა მივაქციოთ. გუნდის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება 200 მილიონ ევროს აღწევს, მათ 22 მოთამაშე ქვეყნის ფარგლებს მიღმა ჰყავთ. მათი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც 90 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ლივერპულის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ვილიარეალმა 31 მილიონ ევროდ დაიმატა და ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენიდან. ასევე გუნდში არიან სხვა ფეხბურთელები, რომლებიც ყურადღებას იმსახურებენ.
ქართველები ძირითადად პრესინგისა და მეტოქე გუნდის მოთამაშეების არაზუსტი პასებისა და შეცდომების გამოყენებით იტანენ გოლებს. საქართველოს ნაკრებთან მატჩში, მათი დაცვიდან შეტევაში გადასვლის დროს ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და დაცვაში ბურთის დაბრუნებისას სიზუსტე შევინარჩუნოთ", - წერს sporarena.
საქართველოს ნაკრები თურქეთს 4 სექტემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.