ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქე ცნობილია
10 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქე ცნობილია.
იმ შემთხვევაში, თუ თბილისური გუნდი ორმატჩიან დუელში ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელ ლარნეს დაამარცხებს, პლეი-ოფის ეტაპზე პოლონურ იაგელონიასა და შოტლანდიურ გლაზგოს რეინჯერსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ლარნესთან მარცხის შემთხვევაში, ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლებს, სადაც მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
იბერია 1999 ლარნეს ორმატჩიანი დუელის საწყის შეხვედრაში სტუმრად 4 აგვისტოს უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.